ხელიდან გაშვებული ბრილიანტი - რამდენის მიღება შეეძლო დინამო ბათუმს კვარას ტრანსფერიდან? » სპორტის ხაზი

ხელიდან გაშვებული ბრილიანტი - რამდენის მიღება შეეძლო დინამო ბათუმს კვარას ტრანსფერიდან?

ხელიდან გაშვებული ბრილიანტი - რამდენის მიღება შეეძლო დინამო ბათუმს კვარას ტრანსფერიდან?
16-06-2023, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადასვლამდე სულ ცოტა ხნით დინამო ბათუმში თამაშობდა, სადაც ის ყაზანის რუბინიდან გადაბარგდა.

საქართველოს ნაკრების ტალანტში პარტენოპეიმ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც თითქმის ბოლომდე ყაზანის რუბინის მფლობელებს ერგოთ.

მიუხედავად ამისა, დინამო ბათუმის მესვეურებს მაინც შეეძლოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისგან კიდევ უფრო დიდი სარგებელი მიეღოთ.

საქმე ეხება საბონუსე სისტემას, რომელიც ბათუმელებმა კვარას ტრანსფერის შემთხვევაში არ გამოიყენეს. მათ შეეძლოთ, რომ ნაპოლისგან შეთანხმების დროს ბონუსები იმ შემთხვევაში მოეთხოვათ, თუ კვარაცხელია რაიმე განსაკუთრებულს მიაღწევდა. საბოლოოდ ხვიჩამ სერია A მოიგო, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, დინამო ბათუმმა კი ხელიდან დიდი შემოსავალი გაუშვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი