კვარაცხელიას შემდეგ მიქაუტაძეც - 21 წლამდელთა ნაკრებს ვერც გიორგი დაეხმარება » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას შემდეგ მიქაუტაძეც - 21 წლამდელთა ნაკრებს ვერც გიორგი დაეხმარება

კვარაცხელიას შემდეგ მიქაუტაძეც - 21 წლამდელთა ნაკრებს ვერც გიორგი დაეხმარება
15-06-2023, 17:52
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული მეცის შემტევი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს U21 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გიორგიც ადასტურებს.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს
მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ
", - წერს გიორგი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი