ნიდერლანდები - ხორვატია | ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალი » სპორტის ხაზი

ნიდერლანდები - ხორვატია | ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალი

ნიდერლანდები - ხორვატია | ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალი
14-06-2023, 16:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ერთა ლიგის 2022/2023 წლების პირველი ნახევარფინალი ნიდერლანდებისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართება, მატჩი 22:45-ზეა ჩანიშნული.

ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ნიდერლანდების ნაკრები ოთხთა ფინალს თამაშობს. მათ პირველად ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში გასვლა ერთა ლიგის დაარსებიდან პირველივე წელს შეძლეს, თუმცა ფინალში პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდნენ. ახლა ისინი შეეცდებიან, რომ მასპინძლის სტატუსით ისარგებლონ და ფინალში თამაში მეორეჯერ მოახერხონ.

ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ისეთ ნაკრებებთან გაიარა, როგორებიც ბელგია, უელსი და პოლონეთი არიან. მიუხედავად ასეთი შედეგისა, ლუი ვან გაალი თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილს ახლა რონალდ კუმანი იკავებს, რომელსაც შანსი აქვს, რომ ნიდერლანდებს 1988 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინოს.

რაც შეეხება ხორვატიას, წესით აღნიშნული ოთხთა ფინალი ლუკა მოდრიჩისთვისა და მისი თანამედროვე ოქროს თაობისთვის ბოლო შანსია ოქროს მისაღებად. ხორვატებს ჯგუფური ეტაპი წაუგებლად არ გაუვლიათ, თუმცა მისი დაძლევა მაინც პირველი ადგილით შეძლეს.

ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ტიტულს დაეუფლება, ამის არგუმენტი კი ისაა, რომ ხორვატია ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ზლატკო დალიჩმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები ტურნირზე ყველაზე რთულად დასამარცხებელი გუნდია.

საგულისხმოა, რომ ხორვატიას ერთა ლიგის ოთხთა ფინალში გასვლითი მატჩი არასდროს წაუგია (3-დან 3 მოგება).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი