უკვე ოფიციალურად, ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალის ფეხბურთელია - ინფორმაციას ამის თაობაზე სამეფო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გაირკვა, 19 წლის ნახევარმცველმა ესპანურ გუნდთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავის მხირვ, დორტმუნდი რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა, რომ ტრანსფერის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს მიიღებდა + ბონუსებიც გასათვალისწინებელია.
ინგლისელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ჯამში 42 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 14 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით მოახერხა, გარდა ამისა, ბელინგემი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.