"ემეტი დაანოკაუტოს და ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"ემეტი დაანოკაუტოს და ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე

"ემეტი დაანოკაუტოს და ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
14-06-2023, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქვემსუბუქი კატეგორიის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის სამომავლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ ილია TOP 15-ში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებდა, თუმცა ეს პრობლემა სულაც არაა. მას უბრალოდ სჭირდება, რომ ემეტი დაანოკაუტოს, შემდეგ კი ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი კანდიდატი გახდება."

"მსურს, რომ ილიამ ემეტი დაამარცხოს, რადგან მასთან ჩხუბზე მეც მიფიქრია. ახლა დავაკვირდები თუ როგორი პიარი ექნება თოფურიას მედიაში ამ ბრძოლის შემდეგ. თუ ის ემეტს მოუგებს, მასთან საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში ვიქნები."
- თქვა ვოლკანოვსკიმ

ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაპირისპირება 25 ივნისს შედგება და ქართველი შეეცდება, რომ ზედიზედ მეთოთხმეტე ბრძოლა მოიგოს (მას არასდროს წაუგია).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი