ფაბრიციო რომანო: "დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს" » სპორტის ხაზი

ფაბრიციო რომანო: "დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს"

ფაბრიციო რომანო: "დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს"
11-05-2024, 12:51
Aa Aa
გაზიარება:

ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ვინგერს პარი სენ-ჟერმენსა და ზოგიერთ ინგლისურ კლუბს უკავშირებენ, დე ლაურენტისს ხვიჩას შენარჩუნება სურს.

ნაპოლის პრეზიდენტის მიზანი ისაა, რომ ოსიმენის წასვლის შემდეგ ახალი გუნდი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ჩამოაყალიბოს, რომლის ლიდერიც ქართველი უნდა იყოს.

რომანო იმასაც წერს, რომ ნაპოლი კვარაცხელიასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც შეთავაზებული სულ მალე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი