ახალი ვარიანტი - გიორგი მიქაუტაძე ტურინის იუვენტუსს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ახალი ვარიანტი - გიორგი მიქაუტაძე ტურინის იუვენტუსს დაუკავშირეს

ახალი ვარიანტი - გიორგი მიქაუტაძე ტურინის იუვენტუსს დაუკავშირეს
14-06-2023, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლის საკლუბო სეზონი ოფიციალურად დასრულდა და სატრანსფერო სიახლეების შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ქართველ ფეხბურთელებზეც.

ამ შემთხვევაში საუბარია გიორგი მიქაუტაძის ტურინის იუვენტუსში გადასვლაზე, რის შესახებაც როგორც La Gazzetta dello Sport-მა, ისე Tuttosport-მა დაწერა:

"დღეს შეხვედრა ჰქონდათ მასიმილიანო ალეგრისა და იუვენტუსის სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას, რომლებმაც კლუბის სატრანსფერო გეგმები განიხილეს. მათ კარგად ესმით, რომ იუვეს ფინანსური კრიზისი აქვს, რაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენით კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამიტომ, იუვენტუსისგან ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ხმაურიანი ტრანსფერები მოსალოდნელი არაა."

"ზემოაღნიშნულის ფონზე ტურინელები მეცის ქართველ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან, რომელიც იუვესთვის ვარიანტად მაშინ იქცევა, თუ ისინი მარსელს მილიკის კიდევ 1 წლით იჯარით აყვანაზე ვერ დაითანხმებენ. ამ მომენტისთვის ყველაფერი კლუბის ხელშია, რომელიც, თავის მხრივ, ახალ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ელის."
- წერენ გამოცემები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი