კასპერ შმეიხელს "ნიცადან" უკვე უშვებენ? | დეტალები » სპორტის ხაზი

კასპერ შმეიხელს "ნიცადან" უკვე უშვებენ? | დეტალები

კასპერ შმეიხელს "ნიცადან" უკვე უშვებენ? | დეტალები
9-10-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფრანგული L'quipe წერს, შესაძლოა კასპერ შმეიხელის "ლესტერიდან" "ნიცაში" ტრანსფერი ისეთივე უცნაურად დარჩეს, როგორიც თავიდან გვევლინებოდა. საქმე ისაა, რომ დანიელმა მეკარემ ფრანგული კლუბის მაისურით მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა და როგორც ირკვევა, მისი დღეები ლუსიენ ფავრის გუნდში დათვლილია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ნიცამ" დანიელი მეკარის გარდა, "პრემიერ ლიგიდან" ისეთი მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელები იყიდა, როგორებიც არიან ნიკოლას პეპე, აარონ რემზი და როს ბარკლი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფრანგული კლუბისთვის ყველაზე დიდ პრობლემად დანიელი მეკარე იქცა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, კასპერ შმეიხელს "ნიცაში" ცხიმის ზედმეტი პროცენტული მაჩვენებელი დაუწუნეს. გარდა ამისა, "ლესტერის" ყოფილმა მეკარემ კლუბისთვის იმედგაცრუება თავისი არასერიოზული დამოკიდებულებითაც გამოიჩინა, რაც შეხვედრებზე დაგვიანებას მოიაზრებს. წარსულში, როცა კასპერი ინგლისში თამაშობდა, ის არაერთხელ დაუსახელებიათ ყველაზე საზიზღარ მოთამაშედ და როგორც ჩანს, "რთული კაცის" ხასიათი "ნიცაშიც" შენარჩუნებულია. გარდა ამისა, შმეიხელმა სეზონის გახსნით შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში დაყენება მოითხოვა, რაც ვერ მიიღო, ამან კი დანიელი მეკარე გააბრაზა.

საბოლოოდ, დღევანდელი მონაცემებით ფრანგული კლუბი "ლიგა 1-ში" მე-13 პოზიციას მხოლოდ 2 მოგებით იკავებს. როგორც ხედავთ, "ნიცას" მესვეურებს ახლა კარგი დრო ნამდვილად არ უდგათ და დამატებით პრობლემური ფეხბურთელის მოთოკვა მათთვის მორიგი თავსატეხი იქნება.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ კასპერ შმეიხელმა ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ დანიელ მეკარეს პეტერ ჩეხის გრძელვადიან მემკვიდრედ მოიაზრებდნენ "არსენალში", ბოლოსკენ გამოიკვეთა, რომ შმეიხელისა და "ნიცას" ურთიერთობის დასრულების დიდი შანსი არსებობს და ვინ იცის, შესაძლოა, რომ პიტერ შმეიხელის ვაჟი ინგლისში დაბრუნებულიც კი ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი