"მინდორზე საქართველოს დასამარცხებლად გამოვალთ" - კვიპროსელი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"მინდორზე საქართველოს დასამარცხებლად გამოვალთ" - კვიპროსელი ფეხბურთელი

"მინდორზე საქართველოს დასამარცხებლად გამოვალთ" - კვიპროსელი ფეხბურთელი
13-06-2023, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ივნისში 2 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ჯერ თემურ ქეცბაიას კვიპროსის, შემდეგ კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ეროვნული გუნდის პირველი მატჩი 4 დღეში, 17 ივნისს კვიპროსში გაიმართება, ამ მატჩამდე კი მედიაში კვიპროსელი ფეხბურთელის, იოანის კუსულოსის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ღიად ამბობს, რომ კვიპროსი მოედანზე საქართველოსთან 3 ქულის ასაღებად გამოვა:

"ჩვენი მზადება შესანიშნავად გრძელდება და ვცდილობთ, რომ ივნისის ორივე შეხვედრას იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში შევხვდეთ. ამ მატჩებში დადებითი შედეგები გვჭირდება და მათ მისაღებად ყველაფერს გავაკეთებთ."

"ჩვენთვის გულშემატკივრების მხარდაჭერა და გამხნევება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა საქართველოსთან 3 ქულა მოვიპოვოთ. ჩვენ ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ მინდორზე მხოლოდ გასამარჯვებლად გავალთ."
- თქვა კვიპროსელმა მოთამაშემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი