მანჩესტერ სიტის წლის საუკეთესო მოთამაშე ერლინგ ჰოლანდი გახდა » სპორტის ხაზი

მანჩესტერ სიტის წლის საუკეთესო მოთამაშე ერლინგ ჰოლანდი გახდა

მანჩესტერ სიტის წლის საუკეთესო მოთამაშე ერლინგ ჰოლანდი გახდა
12-06-2023, 17:37
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაიწერა, რომ მანჩესტერ სიტის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელ ფორვარდს მართლაც შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰოლანდი როგორც პრემიერ ლიგის, ისე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი მანჩესტერის რიგებში პირველივე სეზონში გახდა.

სკანდინავიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში თავი 36 გოლს მოუყარა, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კი მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 170 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი