კარგი ამბავი საქართველოსთვის - სლოვენიას მსოფლიოზე უდიდესი ძალა გამოაკლდა! » სპორტის ხაზი

კარგი ამბავი საქართველოსთვის - სლოვენიას მსოფლიოზე უდიდესი ძალა გამოაკლდა!

კარგი ამბავი საქართველოსთვის - სლოვენიას მსოფლიოზე უდიდესი ძალა გამოაკლდა!
12-06-2023, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, კალათბურთის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიაა, რომელსაც მსოფლიოზე უმნიშვნელოვანესი მოთამაშე დააკლდება.

საქმე ეხება სლოვენიის ნაკრების კაპიტანს, ედო მურიჩს, რომელმაც დაზიანება მიიღო (მუხლის მყესები გაიწყვიტა), რაც იმას ნიშნავს, რომ ის პარკეტს ოქტომბრამდე ვერ დაუბრუნდება.

რა თქმა უნდა, სლოვენიისთვის ეს უდიდესი დანაკლისია იმის ფონზე, რომ მათმა გამოცდილმა უკანახაზელმა, 37 წლის გორან დრაგიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა.

ამდენად, საქართველოს შანსები სლოვენიასთან იზრდება, რადგან ჩვენს მეტოქეს ორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე არ ეყოლება. ცნობისთვის, ჩვენი და სლოვენიის დაპირისპირება 28 აგვისტოს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი