"ტოტენჰემში ლორისის შემცვლელად მამარდაშვილსაც მოიაზრებენ" - Football London » სპორტის ხაზი

"ტოტენჰემში ლორისის შემცვლელად მამარდაშვილსაც მოიაზრებენ" - Football London

"ტოტენჰემში ლორისის შემცვლელად მამარდაშვილსაც მოიაზრებენ" - Football London
12-06-2023, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

საერთაშორისო მედიაში საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ საუბარი შეუწყვეტლივ მიმდინარეობს.

ამჯერად, სტატია მამარდაზე Football London-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც წერს, რომ ტოტენჰემი უგო ლორისის შემცვლელს აქტიურად ეძებს, მათ სიაში კი სხვა კანდიდატებთან ერთად გიორგი მამარდაშვილის გვარიც ფიგურირებს:

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დეზები ახალი მეკარის ყიდვას ცდილობენ. მათ საამისოდ ჯერ კიდევ თებერვალში გადაავლეს თვალი სატრანსფერო ბაზარს, რათა ღირსეული ახალი 1 ნომერი მოენახათ."

"ტოტენჰემისთვის სასურველ მეკარეთა სიაში ისეთი ფეხბურთელებს გადააწყდებით, როგორებიც დავიდ რაია, მაიკ მენიო, რობერტ სანჩესი და ვალენსიას ვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილია."
- წერს ბრიტანული გამოცემა

ცნობისთვის, მამარდაშვილის ტრანსფერით ტოტენჰემთან ერთად სხვა ინგლისური კლუბებიც შეეცდებიან, ესენი ასტონ ვილა, ლესტერი, ჩელსი და სხვები გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი