ზაფხულის პირველი ოფიციალური ტრანსფერი - ბაიერნი ავსტრიელი ნახევარმცველით გაძლიერდა » სპორტის ხაზი

ზაფხულის პირველი ოფიციალური ტრანსფერი - ბაიერნი ავსტრიელი ნახევარმცველით გაძლიერდა

ზაფხულის პირველი ოფიციალური ტრანსფერი - ბაიერნი ავსტრიელი ნახევარმცველით გაძლიერდა
9-06-2023, 19:03
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, კონრად ლაიმერის ბაიერნში ტრანსფერი ჯერ კიდევ ზამთარში გადაწყდა, თუმცა მხარეებმა ტრანსფერი ოფიციალურად დღეს გამოაცხადეს.

26 წლის შუახაზელმა გაოფიციალურებიდან მალევე მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ვარჯიშის პირველი დღიდანვე ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავიღებ, ამ შანს დიდი ხანია ველოდები. ჩემთვის ეს ოცნების ახდენასავითაა - ბაიერნი ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. ყველაფერს გავიღებ ამ კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის.

ბაიერნს ყოველთვის აქვს უმაღლესი მიზნები, ისევე როგორც მე, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ სწორ ადგილას ვარ
", - განაცხადა ლაიმერმა.

ცნობისთვის, ბაიერნმა ავსტრიელი ნახევარმცველი ლაიპციგიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი