2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება » სპორტის ხაზი

2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება

2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
9-06-2023, 18:53
Aa Aa
გაზიარება:

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება, 30 აივნისს აიღებს სტარტს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - დინამო ბათუმი და გორის დილა.

30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში დინამო თბილისი გორის დილას შეხვდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო - დინამო ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო ისარგებლებენ.

საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი