ოფიციალურად | ნაბი კეიტა ლივერპულს ტოვებს და ვერდერში ითამაშებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ნაბი კეიტა ლივერპულს ტოვებს და ვერდერში ითამაშებს

ოფიციალურად | ნაბი კეიტა ლივერპულს ტოვებს და ვერდერში ითამაშებს
9-06-2023, 16:07
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ლივერპულს მისი გვინეელი ნახევარმცველი ნაბი კეიტა ტოვებს, რომელიც სათამაშოდ გერმანიაში, კერძოდ ვერდერ ბრემენში მიდის:

"ნაბი კეიტა ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და მან უკვე გადაწყვიტა, რომ ვერდერ ბრემენს შეუერთდეს."

"გვინეელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ერთად სამედიცინო შემოწმება თითქმის დაასრულა და მისი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაფორმდება."
- დაწერა ჟურნალისტმა

ცნობისთვის, აფრიკელ მოთამაშეს ბუნდესლიგაში აქამდეც უთამაშია და ეს მისი დებიუტი არ იქნება. ნაბი 2016-2018 წლებში ლაიფციგის შემადგენლობაში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი