ყველასთვის მოულოდნელად - ნაპოლი ტიტულოვან სპეციალისტს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ყველასთვის მოულოდნელად - ნაპოლი ტიტულოვან სპეციალისტს დაუკავშირეს

ყველასთვის მოულოდნელად - ნაპოლი ტიტულოვან სპეციალისტს დაუკავშირეს
10-06-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლისთვის სეზონი ოფიციალურად დასრულდა და ფეხბურთელები უკვე შვებულებაში გავიდნენ, ლუჩანო სპალეტი კი კლუბიდან წავიდა.

შვებულებისა და დასვენების დრო ნამდვილად არ აქვს აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც ახალ სპეციალისტს გამალებით ეძებს და მის სიაში არაერთი ცნობილი მწვრთნელის სახელი ფიგურირებს.

ყველასთვის მოულოდნელად, დღეს La Repubblica-მ პარტენოპეის არა ანტონიო კონტე, ლუის ენრიკე, ჯან პიერო გასპერინი (რომლებსაც აქამდეც ხშირად უკავშირებდნენ ნაპოლის), არამედ თვით ზინედინ ზიდანი დაუკავშირა.

როგორც იტალიური წყარო წერს, აურელიო დე ლაურენტისი ზიდანისთვის შეთავაზების გაკეთებას უახლოეს დღეებში გეგმავს იმის ფონზე, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პარი სენ-ჟერმენის წინადადება უკვე ოფიციალურად დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ნაპოლის კი მისი საერთაშორისო გამოცდილება ამავე ტურნირზე ძალიან უნდა გამოადგეს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი