"ხვიჩაზე დაწერილი წიგნის თარგმნა რუსებს ძალიან სურდათ, თუმცა.." - გიორგი კეკელიძე » სპორტის ხაზი

"ხვიჩაზე დაწერილი წიგნის თარგმნა რუსებს ძალიან სურდათ, თუმცა.." - გიორგი კეკელიძე

"ხვიჩაზე დაწერილი წიგნის თარგმნა რუსებს ძალიან სურდათ, თუმცა.." - გიორგი კეკელიძე
9-06-2023, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი კეკელიძე, ადამიანი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი დაწერა (ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კეკელიძე წერს, ამავე წიგნის თარგმნის სურვილი არაერთმა რუსმა გამოთქვა, თუმცა მან ყველა უარით გაისტუმრა:

"წიგნის "ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი, თუმცა წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა."

"გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - "საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ"
, - წერს კეკელიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი