"ვიბრუნებთ თუ არა ნეიმარს ბარსელონაში? ჩვენ.." - ჩავი ერნანდესი » სპორტის ხაზი

"ვიბრუნებთ თუ არა ნეიმარს ბარსელონაში? ჩვენ.." - ჩავი ერნანდესი

"ვიბრუნებთ თუ არა ნეიმარს ბარსელონაში? ჩვენ.." - ჩავი ერნანდესი
8-06-2023, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენიდან არა ბარსელონაში, არამედ MLS-ში, კერძოდ ინტერ მაიამის შემადგენლობაში გადადის.

სწორედ ამიტომ, მედიაში ლეოს მეგობრისა და ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის, ნეიმარის კატალონიაში დაბრუნებაზე დაიწერა, რის შესახებაც ჩავის შეკითხვა დაუსვეს, მან კი შემდეგი რამ თქვა:

"ნეიმარის ბარსაში დაბრუნება? - არც კი ვიცი ასეთი ინფორმაცია ცნობილი საიდან ან რა გზით ხდება, რადგან სინამდვილეში ასეთი რამ არც კი განიხილება."

"რა თქმა უნდა, როგორც მეგობარი და ადამიანი ნეიმარი ძალიან მიყვარს, თუმცა ჩვენ სხვადასხვა პრიორიტეტები გვაქვს."
- თქვა ესპანელმა სპეციალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.