"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? ვეცდებით, რომ.." - თემურ ქეცბაია » სპორტის ხაზი

"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? ვეცდებით, რომ.." - თემურ ქეცბაია

"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? ვეცდებით, რომ.." - თემურ ქეცბაია
9-06-2023, 12:39
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში მეორე შეხვედრას 17 ივნისს გასვლაზე გამართავს, მეტოქე კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი თემურ ქეცბაია და მისი კვიპროსის ნაკრები იქნება.

რა თქმა უნდა, მატჩამდე არაერთი ინტრიგა არსებობს, ერთ-ერთი კი ხვიჩა კვარაცხელია და მისი განეიტრალებაა, რის შესახებაც თემურ ქეცბაიამ კომენტარი საჯაროდ გააკეთა:

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რაზეც მისი იტალიის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მეტყველებს. რასაკვირველია, მის წინააღმდეგ ცალკე გეგმა უნდა შევიმუშავოთ, რათა უშუალოდ ხვიჩას განეიტრალება შევძლოთ."

სხვათაშორის, თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას პროფესიონალურად მიუდგება:

"ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თუმცა უცხო ჩემთვის არც კვიპროსია. მაგალითად, ჩემი ცოლი კვიპროსელია, შვილი კი ნახევრად კვიპროსელი. ამ ქვეყანაში უკვე 30 წელიწადზე მეტია ვცხოვრობ და მატჩს სრული სერიოზულობითა და პროფესიონალურობით ვუდგები. საქართველოს არაერთი წარმატებული მოთამაშე ჰყავს, რომლებმაც საკლუბო კარიერა ბოლო პერიოდში შესანიშნავად განივითარეს." - თქვა თემურ ქეცბაიამ

შეგახსენებთ, რომ ამავე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან გამართა, ქულა მოიპოვა და ახლა A ჯგუფის მე-4 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი