ოფიციალურად | ლივერპულმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ლივერპულმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

ოფიციალურად | ლივერპულმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა
7-06-2023, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა ალექსის მაკ ალისტერის ლივერპულის რიგებში გადაბარგებასთან დაკავშირებით, რაც ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, მერსესაიდელებმა ბრაიტონის აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს:

"ლივერპულისა და მაკ ალისტერის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ახლაც მიმდინარეობს და დოკუმენტები გაფორმების პროცესშია. მერსესაიდელებმა ბრაიტონისგან უკვე ფეხბურთელისთვის სამედიცინო შემოწმების დაგეგმვის ნებართვაც მიიღეს, ყველაფერი მალე გაოფიციალურდება." - დაწერა ჟურნალისტმა

ცნობისთვის, 24 წლის არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონი ბრაიტონში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს და ამ დრომდე "თოლიების" მაისურით შიდა ჩემპიონატში მეტოქის კარი 16-ჯერ აქვს აღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი