"ამაღელვებელია ხვიჩასა და დედამისის თბილი ურთიერთობა" - მარადონას ყოფილი ცოლი » სპორტის ხაზი

"ამაღელვებელია ხვიჩასა და დედამისის თბილი ურთიერთობა" - მარადონას ყოფილი ცოლი

"ამაღელვებელია ხვიჩასა და დედამისის თბილი ურთიერთობა" - მარადონას ყოფილი ცოლი
8-06-2023, 16:41
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას ყოფილი მეუღლესა და დიეგო უმცროსის დედის, კრისტიანა სინაგრას კომენტარი, სადაც ის ნაპოლის ტრიუმფალურ სეზონზე საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას დადებით კონტექსტში ახსენებს:

"ნაპოლის ჩემპიონობა ძალიან ემოციურად მივიღე და სიმართლე გითხრათ, ყოველ მოგებაზე დიეგოს შესახებ ვფიქრობდი, რომელიც გამარჯვებასა და ოცნებას გვასწავლიდა. პირველი ჩემპიონობისას მასთან ერთად ვიყავი მოედანზე და მაშინ ის ციკლი დაიხურა, ახლა კი ახალი გაიხსნა. ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რომ მას ამ სეზონშიც ეზეიმა, თუმცა ახლა სხვა განზომილებაშია, მაგრამ კვლავ ჩვენს გულებში."

"ამ გუნდში ყველა ადამიანი მიყვარს, ყველაზე მნიშვნელოვანიდან ყველაზე უმნიშვნელომდე. ლუჩანო სპალეტი შესანიშნავი ადამიანია, ასევე გამორჩეულია კაპიტანი დი ლორენცო და ყველა სხვა დანარჩენი."

"კვარაცხელია? - ის უსაყვარლესი ბიჭია. დავინახე თუ როგორ ეხვეოდა დედამისს საჩემპიონო ცერემონიისას და გული სითბოთი ამევსო. ასევე, როგორც კოცნიდა ლოსანო თავის მეუღლეს.. ამ გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა."
- თქვა სინაგრამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.