იაპონელი სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ - ნაპოლიმ კიმის შემცვლელი მონახა? » სპორტის ხაზი

იაპონელი სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ - ნაპოლიმ კიმის შემცვლელი მონახა?

იაპონელი სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ - ნაპოლიმ კიმის შემცვლელი მონახა?
6-06-2023, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა და სატრანსფერო სიახლეებიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასეა ნაპოლის შემთხვევაშიც, რომელსაც ლიდერების შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამის გაკეთება არც ისე იოლი უნდა იყოს.

თუ დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნების საკითხზე ჯერჯერობით არ ნერვიულობს, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია კიმ მინ-ჯეს გარშემო, რომელსაც თავისთან ისეთი კლუბები ეპატიჟებიან, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ-ჟერმენი არიან.

როგორც Il Mattino-მ დაწერა, ნაპოლის პრეზიდენტი სამხრეთ კორეელი მცველის შეცვლაზე უკვე ფიქრობს და მისთვის საუკეთესო ვარიანტი შტუტგარტის იაპონელი მცველი ჰიროკი იტოა.

24 წლის იტო გერმანიის ბუნდესლიგაში 2021 წლიდან თამაშობს და უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა შტუტგარტის ძირითად შემადგენლობაში.

ცნობისთვის, იაპონელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 7.50 მილიონი ევროა, მისი გერმანულ კლუბთან დადებული კონტრაქტი კი 2025 წლის ივნისში იწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი