საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას ამ დღეებში გადის და ივნისის მატჩებისთვის ემზადება, რომლებსაც ჩვენი გუნდი კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
საგულისხმოა, რომ ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს ირანის ლიგაში, კერძოდ პერსეპოლისში მოთამაშე გიორგი გველესიანი, რომელიც ირანელ ფეხბურთის გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სწორედ ამიტომ გამოჩდნენ ირანელი ქომაგები ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე და გიორგი გველესიანის შესახებ განუწყვეტლივ წერენ, - იხილეთ ფოტოები