"ტორპედოს" წაუგებელი სვლა დასრულდა | გორელებმა 3 ქულა ჩაიწერეს » სპორტის ხაზი

"ტორპედოს" წაუგებელი სვლა დასრულდა | გორელებმა 3 ქულა ჩაიწერეს

"ტორპედოს" წაუგებელი სვლა დასრულდა | გორელებმა 3 ქულა ჩაიწერეს
8-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატში გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდა, რომელსაც აღნიშნულ შეხვედრამდე 9 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (7 მოგება და 2 ფრე), რასაც წერტილი გორელებმა საკუთარი გამარჯვებით დაუსვეს, 2:1.

შეხვედრა მშვენივრად დაიწყო მასპინძლებისთვის, რადგან პირველ 22 წუთში თორნიკე კაპანაძემ მეტოქეს 2 ბურთი გაუტანა, თუმცა სხვაობის შემცირება გიორგი არაბიძემ უმალვე მოახერხა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში გორელებს მეკარე გაუძევეს და დარჩენილი დროის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში.

რასაკვირველია, მეორე ტაიმში ქუთაისელები მიღებული უპირატესობის გამოყენებას და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, ხოლო მასპინძლები კონტრშეტევებზე გადაერთვნენ. საბოლოოდ, მეორე 45 წუთში გოლი აღარ გავიდა და გორელებმა თავიანთ ანგარიშში 3 ქულა ჩაიწერეს.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" შიდა ჩემპიონატში მე-3 ადგილს 46 ქულით, ხოლო "ტორპედო" მე-4 ადგილს 44 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი