საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ვილიმ ისიც აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩებში ნაკრებისგან დაცვაში კარგად თამაშს ელოდება.
"ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თუ მთელი გუნდით დაცვაში კარგად ვითამაშებთ, ჩვენთვის გოლის გატანა ძალიან რთული იქნება. სწორედ დაცვაში უფრო ძლიერ თამაშს ველი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებში", - აღნიშნა სანიოლმა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს კი შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.