"ფროზინონესთვის შემტევ ვინგერად ერთ-ერთი ვარიანტი გიორგი კვერნაძეა" - TuttoFrosinone » სპორტის ხაზი

"ფროზინონესთვის შემტევ ვინგერად ერთ-ერთი ვარიანტი გიორგი კვერნაძეა" - TuttoFrosinone

"ფროზინონესთვის შემტევ ვინგერად ერთ-ერთი ვარიანტი გიორგი კვერნაძეა" - TuttoFrosinone
6-06-2023, 10:56
Aa Aa
გაზიარება:

ბათუმის დინამოს შემტევს, გიორგი კვერნაძეს ბოლო პერიოდში ფროზინონეს აქტიურად უკავშირებენ. როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტმა სერია A-ზე იმხელა ზეგავლენა იქონია, რომ დანარჩენი იტალიური კლუბები სხვა ქართველი მოთამაშეებით სერიოზულად დაინტერესდნენ.

ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს TuttoFrosinone, რომელიც წერს, რომ ფროზინონესა და გიორგი კვერნაძეს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და დიდი შანსია, რომ იტალიურმა კლუბმა ქართველი ვინგერი ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად დაიმატოს:

"ფაბიო გროსო მომდევნო სეზონში ფროზინონეს 4-3-3 ტაქტიკით ათამაშებს, რის გამოც კლუბს კარგი ვინგერის მოძებნა მოუწევს. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ფროზინონეს გიორგი კვერნაძეს, ბათუმის დინამოს ქართველ ფეხბურთელს უკავშირებენ, რომელთანაც ახლა მოლაპარაკებები ჩიხში ფინანსური საკითხის გამოა შესული, თუმცა სავარაუდოა, რომ ყველაფერი მალე შეთანხმებით დასრულდეს."

"გიორგი კვერნაძე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს და მასთან შეთანხმების მალე მიღწევაა საჭირო, რადგან თუ გიორგი აღნიშნულ ტურნირზე გაიბრწყინებს, მაშინ მისდამი დაინტერესებაც გაიზრდება და ფროზინონეს კონკურენტი კლუბების დამარცხება გაუჭირდება."
- წერს გამოცემა

ცნობისთვის, ფროზინონემ სერია B მოიგო და მომდევნო სეზონიდან იტალიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი