"იმედია, რომ დიდი ტრანსფერი განვახორციელე" - ნახეთ რას ამბობდა დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე წინა სეზონის დასაწყისში » სპორტის ხაზი

"იმედია, რომ დიდი ტრანსფერი განვახორციელე" - ნახეთ რას ამბობდა დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე წინა სეზონის დასაწყისში

"იმედია, რომ დიდი ტრანსფერი განვახორციელე" - ნახეთ რას ამბობდა დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე წინა სეზონის დასაწყისში
6-06-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სკუდეტო მარადონაზე ოფიციალურად აღმართა და ჩემპიონობის ეს განსაკუთრებული ციკლიც ოფიციალურად დაიხურა. რასაკვირველია, გუნდის ტრიუმფში ქართველ ფეხბურთელს უდიდესი როლი ჰქონდა, რაც მას MVP-ის ტიტულით დაუფასდა.

აი, რას ამბობდა აურელიო დე ლაურენტისი სეზონის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას დინამო ბათუმიდან შეძენასთან დაკავშირებით:

"ხვიჩა კვარაცხელია უკვე ჩვენი ახალი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ ნაპოლისთვის დიდი ტრანსფერი განვახორციელე."

"მისი გვარი? - დიახ, ის იოლად ნამდვილად არ წარმოითქმის, თუმცა რამის დარქმევას მოვახერხებთ. იქნებ ძიძი? არ ვიცი, რაღაცას აუცილებლად დავუძახებთ."
- ამბობდა ნაპოლის პრეზიდენტი

ალბათ, აურელიო დე ლაურენტისს მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელსა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს ყიდულობდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი