"მას ლუიშ ფიგუზე ბევრი გოლის გატანა შეუძლია" - Corriere dello Sport ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"მას ლუიშ ფიგუზე ბევრი გოლის გატანა შეუძლია" - Corriere dello Sport ხვიჩაზე

"მას ლუიშ ფიგუზე ბევრი გოლის გატანა შეუძლია" - Corriere dello Sport ხვიჩაზე
5-06-2023, 17:36
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ტალანტს მომავალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია:

"ეს არის ბიჭი, რომელსაც წლების შემდეგ ოქროს ბურთის მიღება შეუძლია. ჩვენ მთელი გულით გვსურს, რომ კვარაცხელია ნაპოლიში დიდი ხნით დარჩეს და იტალიური ფეხბურთი კიდევ დიდი ხნით გაამდიდროს. თუ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგას ნაპოლისთან ერთად მოიგებს, ეს სრული საოცრება იქნება."

სხვათაშორის, გამოცემამ ისიც დაწერა, რომ ქართველი შემტევის ლუიშ ფიგუსთან შედარება არარელევანტურია, მიზეზს კი ასე ხსნის:

"ბევრი საფეხბურთო გულშემატკივარი ფიქრობს, რომ კვარაცხელია ლუიშ ფიგუს ჰგავს, 2000 წლის ოქროს ბურთის მფლობელს, თუმცა თვალსაჩინოა, რომ ხვიჩა გაცილებით მეტ გოლს იტანს, ვიდრე ამას პორტუგალიელი აკეთებდა." - დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი