"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე » სპორტის ხაზი

"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე

"მჯერა, რომ კლოპი ძველ ლივერპულს დააბრუნებს", - მანე ინგლისელთა კრიზისზე
3-06-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლივერპულისთვის მიმდინარე სეზონი ისე ვერ წარიმართა, როგორც ამას ინგლისური კლუბის გულშემატკივრები ისურვებდნენ.

მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა, სადიო მანემ გერმანულ გამოცემა SPORT BILD-თან ინტერვიუში, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ყოფილი კლუბის, ლივერპულის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც.

"ლივერპული დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ სიტუაციას დაძლევენ. მათ ბევრი ტრავმა და სხვა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ იურგენ კლოპი სწორედ ის კაცია, ვისაც ამის მოგვარება შეუძლია.

ის ლივერპულს კვლავ დააბრუნებს - ფეხბურთელებს კლოპი უყვართ და პატვის სცემენ
", - განაცხადა მანემ.

ცნობისთვის, ლივერპულმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი 67 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი