დაძაბულობის პიკი - მამარდაშვილის თამაშის საყურებლად ესპანეთში ჩელსის სკაუტები ჩადიან » სპორტის ხაზი

დაძაბულობის პიკი - მამარდაშვილის თამაშის საყურებლად ესპანეთში ჩელსის სკაუტები ჩადიან

დაძაბულობის პიკი - მამარდაშვილის თამაშის საყურებლად ესპანეთში ჩელსის სკაუტები ჩადიან
3-06-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის ბოლო შეხვედრას ბეტისის წინააღმდეგ ბენიტო ვილამარინზე ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს და ეს მატჩი საქართველოს ნაკრების კარის დარაჯისთვის ორმაგი მნიშვნელობის იქნება.

უპირველეს ყოვლისა, მამარდაშვილსა და მის გუნდს მაქსიმალური ქულების მოპოვება მოუწევთ, რათა ჩაგდებული სეზონი გადაარჩინონ და სეგუნდაში არ დაქვეითდნენ. საგულისხმოა, რომ მათი კონკურენტები კადისი, ხეტაფე, ალმერია, სელტა და ვალიადოლიდი არიან. ვალენსიასთვის დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბეტისს უკვე ყველანაირი ინტრიგა და ინტერესი აქვს დაკარგული. შესაბამისად, არის შანსი, რომ ანდალუსიელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშონ, რაც "ღამურებს" მიზნის მიღწევაში ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, გიორგისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ის გახლავთ, რომ მას ლა ლიგის ბოლო ტურში ლონდონის ჩელსის სკაუტები უშუალოდ დააკვირდებიან. როგორც ფაბრიციო რომანომ თქვა, ინგლისელები ესპანეთში სწორედ ამ მიზეზით ჩადიან.

ამდენად, დაძაბული შეხვედრისა და ნერვების თამაშის პარალელურად, გიორგი მამარდაშვილს ზრუნვა იმაზეც მოუწევს, რომ ჩელსის სკაუტებს თავი მოაწონოს და კარიერაში მორიგი განსავითარებელი ნაბიჯი გადადგას.

ცნობისთვის, ჩელსისთან ერთად ქართველი მეკარით პორტუ, მადრიდის ატლეტიკო, ტოტენჰემი, ასტონ ვილა, ლესტერი და სხვები ინტერესდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი