სკანდალით შეწყვეტილი მატჩი | ითამაშებს თუ არა ლიგა 1-ში დავითაშვილის ბორდო? » სპორტის ხაზი

სკანდალით შეწყვეტილი მატჩი | ითამაშებს თუ არა ლიგა 1-ში დავითაშვილის ბორდო?

სკანდალით შეწყვეტილი მატჩი | ითამაშებს თუ არა ლიგა 1-ში დავითაშვილის ბორდო?
3-06-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ზურიკო დავითაშვილის ბორდოს ლიგა 2-ში როდეზის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა, რომელიც სულ რაღაც 22 წუთი გაგრძელდა, შემდეგ კი გულშემატკივარსა და როდეზის მოთამაშეს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შეწყდა.

საქმე ისაა, რომ სტუმრებმა ბორდოს კარი მატჩის 22-ე წუთზე აიღეს, რაზეც ერთ-ერთი ბორდოს გულშემატკივარი ძალიან განრისხდა და გოლის ავტორს, ლუკას ბუადესს ხელი დაარტყა. როგორც შემდეგში გაირკვა, დაზარალებულმა მოთამაშემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც მატჩის მთავარმა არბიტრმა თამაში შეწყვიტა და ფეხბურთელებს გასახდელისკენ უხმო.

აღსანიშნავია, რომ ბორდოს ამ ფაქტის გამო ტექნიკური წაგების ჩათვლა ემუქრება. მათთვის სამწუხაროდ, ასეც რომ არ მოხდეს, მათ როდეზი განახლებულ შეხვედრაში 6 ბურთით უნდა დაამარცხონ, რათა მეორეადგილოსან მეცთან ბურთების უკეთესი თანაფარდობის სხვაობა მოიპოვონ და უმაღლეს დივიზიონში თავად კვალიფიცირდნენ.

როგორც დაიწერა, ამავე შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს, თუმცა ამის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორდოს ლიგა 1-ში დაწინაურების მიზერული შანსი რჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.