"მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს" - კაპელო ხვიჩას საუკეთესოობაზე » სპორტის ხაზი

"მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს" - კაპელო ხვიჩას საუკეთესოობაზე

"მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს" - კაპელო ხვიჩას საუკეთესოობაზე
3-06-2023, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო, რადგან კვარა სხვა არცერთ ნომინაციაში არ შეუყვანიათ, მისი უპრიზოდ დატოვება კი სრული უტოპია იქნებოდა.

ცხადია, მისმა მიღწევამ არაერთ გულშემატკივარში გულისწყრომა გამოიწვია. ალბათ, მარტივი მისახვედრია, რომ საუბარი ნიგერიელ ქომაგზეა, რომელიც ამავე ჯილდოს გადაცემას ვიქტორ ოსიმენისთვის ითხოვდა, რომელიც საბოლოოდ სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

სხვათაშორის, აზრთა სხვადასხვაობაში ჩაერთო ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის MVP-ის ტიტულის მიცემა სწორი გადაწყვეტილება იყო!

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი