"კომპანის დე კეტელარეს წაყვანა სურს, თუმცა მილანი უარზეა" - MilanNews » სპორტის ხაზი

"კომპანის დე კეტელარეს წაყვანა სურს, თუმცა მილანი უარზეა" - MilanNews

"კომპანის დე კეტელარეს წაყვანა სურს, თუმცა მილანი უარზეა" - MilanNews
1-06-2023, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც MilanNews-ისგან ვიგებთ, სტეფანო პიოლის გუნდი ბრიუგედან შეძენილ შარლე დე კეტელარეს იჯარით გასხვისებას მომდევნო სეზონში არ აპირებს.

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, მილანში ბელგიელ ფეხბურთელს კვლავ ენდობიან და მეორე შანსის მიცემას აპირებენ იმის ფონზე, რომ შარლეს პირველი სეზონი ძალიან ცუდი გამოუვიდა.

მიუხედავად მილანის მკაცრი პოზიციისა, დე კეტელარეს შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული, შეთავაზებები კი ძირითადად ინგლისის პრემიერ ლიგიდან მოდის, სადაც ყველაზე მეტად ვენსან კომპანის ბარნლი აქტიურობს.

მოგეხსენებათ, რომ ბარნლი პრემიერ ლიგაში აღზევდა და შემადგენლობის გაძლიერება სურს. ცხადია, ვენსან კომპანის მიზანი ისაა, რომ თანამემამულე თავის გუნდში წაიყვანოს და მისი ტალანტი ბოლომდე გახსნას, თუმცა მილანი მხოლოდ 35-40 მილიონიან შეთავაზებას განიხილავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი