ხვიჩა MVP ხდება? - იტალიაში ყველაფერი ამისკენ მიდის! » სპორტის ხაზი

ხვიჩა MVP ხდება? - იტალიაში ყველაფერი ამისკენ მიდის!

ხვიჩა MVP ხდება? - იტალიაში ყველაფერი ამისკენ მიდის!
1-06-2023, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ დიდი შანსია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, რაზეც ორი ფაქტორი მიუთითებს.

პირველი ისაა, რომ სერია A-ს მესვეურებმა კვარა ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებს შორის არ მოახვედრა, მეორე კი ის გახლავთ, რომ ხვიჩა არც საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შეიყვანეს.

რა თქმა უნდა, ხვიჩას ჯილდოს გარეშე დატოვება სრული უტოპია იქნება. შესაბამისად, ლოგიკური დასასრული ის იქნება, რომ კვარაცხელიამ არა საუკეთესო ახალგაზრდისა ან თავდამსხმელის, არამედ MVP-ის პრიზი მოიგოს!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ტალანტმა სერია A-ში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი მიითვალა და უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი