VIDEO: "სამარცხვინო ხარ" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის მსაჯს გაუბრაზდა » სპორტის ხაზი

VIDEO: "სამარცხვინო ხარ" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის მსაჯს გაუბრაზდა

VIDEO: "სამარცხვინო ხარ" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის მსაჯს გაუბრაზდა
1-06-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 2022/2023 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალი ჟოზე მოურინიოს რომასა და ხოსე მენდილიბარის სევილიას შორის გაიმართა, რომლის ძირითადი დრო და შემდეგ დამატებით ორივე ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

120 წუთში საყაიმო ანგარიშის შემდეგ ფინალში პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გამარჯვება ანდალუსიელებს დარჩათ, - 4:2.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში რომაელთა ჩაწოდებული ბურთი სევილიას ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, სადაც ჟოზე პენალტის დანიშვნას ითხოვდა, თუმცა მთავარი არბიტრისგან, ენტონი ტეილორისგან უარი მიიღო.

სწორედ ინგლისელ არბიტრს დაუპირისპირდა მატჩის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელმაც მსაჯს სამარცხვინო უწოდა, - იხილეთ ვიდეო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი