"სპეკულირებას შეეშვით, ძალიან გთხოვთ", - გურამ ქუთათელაძის პირველი კომენტარი გაუქმებული ბრძოლის შემდეგ » სპორტის ხაზი

"სპეკულირებას შეეშვით, ძალიან გთხოვთ", - გურამ ქუთათელაძის პირველი კომენტარი გაუქმებული ბრძოლის შემდეგ

"სპეკულირებას შეეშვით, ძალიან გთხოვთ", - გურამ ქუთათელაძის პირველი კომენტარი გაუქმებული ბრძოლის შემდეგ
31-05-2023, 20:26
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ ჯეიმი მალარკისთან ბრძოლას მოულოდნელად ჩაეხსნა.

ბევრი ვარაუდობდა, რომ საქმე კვლავ ტრავმასთან გვქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, როგორც "ქართველი ვიკინგის" კომენტარიდან გავიგეთ, გურამი ბრძოლას ვიზის პრობლემის გამო ჩაეხსნა.

"ბრძოლიდან ტრავმის გამო არ ჩავხსნილვარ, ვიზის პრობლემების გამო ვერ ვახერხებ ბრძოლას. ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლისთვის მზად ვარ და ახალ თარიღზე უკვე ვთანხმდებით.

უახლოეს კვირებში დავბრუნდებით, სპეკულირებას კი შეეშვით, ძალიან გთხოვთ
", - აღნიშნა ქუთათელაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი