"მინდორზე ისტორია არ თამაშობს" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის წინ » სპორტის ხაზი

"მინდორზე ისტორია არ თამაშობს" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის წინ

"მინდორზე ისტორია არ თამაშობს" - ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის ფინალის წინ
31-05-2023, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 2022/2023 წლების ევროპა ლიგის ფინალი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს რომა და ხოსე მენდილიბარის სევილია დაუპირისპირდებიან.

აი, რაზე ისაუბრა აღნიშნული მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რომაული გუნდის პორტუგალიელმა დამრიგებელმა:

"სევილიასთვის ევროპა ლიგის ფინალის თამაში თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის კი განსაკუთრებული დღეა. მათი ფანებისთვის ამავე ტურნირის ფინალზე ბილეთების ყიდვა იგივეა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება, რომასთვის კი ისტორიული მოვლენაა, რაც წარმატებით უნდა დავასრულოთ."

"მინდორზე ფეხბურთს ისტორია არ თამაშობს მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მათ ფავორიტის სტატუსს ანიჭებს, ჩვენ ამას პატივს ვცემთ. მათ აქვთ საფინალო გამოცდილება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, თუმცა აქ ყოფნა დავიმსახურეთ, ამას დიდი ხანია ვამბობ.

სხვათაშორის, ჟოზემ ისიც თქვა, რომ საწვრთნელ დონეზე გამოცდილება მასაც უდიდესი აქვს, თუმცა მოთამაშეების გამოცდილება უპირველესი რამაა, რაშიც ესპანელებს რომას ფეხბურთელებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ.

"ჩვენ უკვე ორი წელია შეკრული გუნდით მოვდივართ და გვაქვს სურვილი, რომ ოთხშაბათს რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ. ალბათ, არ დამიჯერებთ, თუმცა მე ძალიან მშვიდად ვარ და ამ მატჩისთვის ისე ვემზადები, რომ გონებაში რაიმე განსაკუთრებული არ მიტრიალებს. მესმის, რომ ამ მატჩისგან დიდი მოლოდინია შექმნილი, რასაც ფეხბურთელები კარგი თამაშით უპასუხებენ." - ჟოზე მოურინიო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი