VIDEO: მაგარი თავური - საბა საზონოვმა ლოკომოტივის კარი აიღო » სპორტის ხაზი

VIDEO: მაგარი თავური - საბა საზონოვმა ლოკომოტივის კარი აიღო

VIDEO: მაგარი თავური - საბა საზონოვმა ლოკომოტივის კარი აიღო
31-05-2023, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში საბა საზონოვის მოსკოვის დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და დერბიში 2:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლის ავტორი სწორედ ქართველი მცველი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი მოხდენილი თავური დარტყმით აიღო, - იხილეთ ვიდეო

ცნობისთვის, საზონოვი მოსკოვის დინამოში 2021 წლიდან თამაშობს და აღნიშნულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საბას გარკვეული პერიოდის წინ ესპანიოლს უკავშირებდნენ, რომელიც ლა ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი