ხვიჩა საუკეთესოებში არ შეიყვანეს - მიზეზი, რომელიც ძალიან გაგახარებთ » სპორტის ხაზი

ხვიჩა საუკეთესოებში არ შეიყვანეს - მიზეზი, რომელიც ძალიან გაგახარებთ

ხვიჩა საუკეთესოებში არ შეიყვანეს - მიზეზი, რომელიც ძალიან გაგახარებთ
31-05-2023, 12:02
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის მიღების სამი კანდიდატი და ბევრისთვის მოულოდნელად, ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიას სახელი არ ფიგურირებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სიის შემქნელებს საამისო მიზეზი ნამდვილად გააჩნდათ.

საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, არამედ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეა წარდგენილი, ამის შესახებ Calcionapoli წერს. როგორც ისინი ამბობენ, ქართველი ფეხბურთელის კონკურენტები თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი და მილანის ვარსკვლავი რაფაელ ლეაო იქნებიან.

რაც შეეხება საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრეტენდენტებს, ისინი ტომაზო ბალდანცი (ემპოლი), ნიკოლო ფაჯიოლი (იუვენტუსი) და ჯორჯო სკალვინი (ატალანტა) არიან. დიდია შანსი, რომ აღნიშნული ჯილდო ამ უკანასკნელმა მოიგოს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენია, რომელმაც 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის ანგარიშზე 12 გოლს + 10 ასისტია და როგორც იწერება, საუკეთესოს ვინაობა სწორედ ნაპოლის ამ ორ ლიდერს შორის უნდა გადაწყდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი