"იტალიაში ასეთი გავლენა თავიდანვე მხოლოდ კაკას ჰქონდა" | The Athletic-მა ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა » სპორტის ხაზი

"იტალიაში ასეთი გავლენა თავიდანვე მხოლოდ კაკას ჰქონდა" | The Athletic-მა ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა

"იტალიაში ასეთი გავლენა თავიდანვე მხოლოდ კაკას ჰქონდა" | The Athletic-მა ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა
1-06-2023, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა გამოცემამ, კერძოდ The Athletic-მა და მისმა წარმომადგენლებმა ევროპის TOP 5 ლიგაში მოასპარეზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოარჩიეს, იტალიის ჩემპიონატში კი ბრიტანელებს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას თამაში დაამახსოვრდათ:

"რთულია, რომ ეჭვი კვარადონას ტრანსფერის საუკეთესოობაში შეიტანო. ალბათ, თუ ვინმე გაუწევს მას კონკურენციას, ეს პაულო დიბალაა, რომელმაც რომასთან ერთად შესანიშნავად ითამაშა. საკმაოდ ძნელია ისეთი მოთამაშის გახსენება, რომელიც იტალიაში უცხოეთიდან ჩავიდა და მასზე გავლენა ხვიჩასავით იქონია. თუ ვინმე ასეთს გავიხსენებთ, ეს რიკარდო კაკაა."

"ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში ბრწყინვალე იყო, განსაკუთრებით კი მისი პირველი 2/3 არის გამოსარჩევი. ვიქტორ ოსიმენმა, რომლის პარტნიორიც სწორედ ქართველი ფეხბურთელია, ამ სეზონში 25 გოლი გაიტანა, წინაში კი 14. რა თქმა უნდა, ამაში უდიდესი დამსახურება ხვიჩას მიუძღვის, რომელმაც თავისი არაპროგნოზირებადი თვისებებით და თამაშის გამორჩეული მანერით ოსიმენს გოლების გატანა გაუადვილა."

"ახლა მთავარი კვარაცხელიაზე დაკვირვებაა და იმის გამორკვევა, იყო თუ არა მისი გენიალური ტალანტის შესავალი მიმდინარე სეზონი, თუ უბრალოდ ეპიზოდური გამონათება იყო."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი