მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია? - რომელი გუნდი დაწინაურდა მიქაუტაძესთვის ბრძოლაში? » სპორტის ხაზი

მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია? - რომელი გუნდი დაწინაურდა მიქაუტაძესთვის ბრძოლაში?

მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია? - რომელი გუნდი დაწინაურდა მიქაუტაძესთვის ბრძოლაში?
30-05-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განმავლობაში ფრანგული მეცის ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს - მათ შორის ყველაზე აქტიურად ბარნლში და მილანში შესაძლო ტრანსფერები განიხილება.

როგორც ერთ-ერთი ინსაიდერი, ეკრემ კონური იტყობინება, პრემიერ ლიგაში აღზევებულმა ბარნლიმ 22 წლის მოთამაშის თაობაზე პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა, ამასთან წყარო იმასაც გვეუბნება, რომ მიქაუტაძის მიმართ ინტერესს გარდა მილანისა, თურქული ტრაბზონსპორიც იჩენს, მაგრამ ქართველისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ამ სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 23 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით მოახერხა - ცოტა ხნის წინ გიორგი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი