რამდენიმე წუთის წინ ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლონდონის ჩელსი ჟოაო ფელიქსის გამოსყიდვას არ აპირებს:
"ატლეტიკო მადრიდის პრეზიდენტმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ლონდონელები პორტუგალიელი ფეხბურთელს, ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდიან."
"მადრიდში ინფორმაცია 24 საათის წინ მივიდა იმის შესახებ, რომ ჩელსის ახალ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ჟოაოს მიმართ სიმპათიები არ გააჩნია."
"ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოში დაბრუნდება და ყველაფერი შემდეგ გადაწყდება მისი მომავლის შესახებ." - დაწერა ფაბრიციო რომანომ
ცნობისთვის, 23 წლის ფორვარდმა ჩელსის მაისურით ყველა ტურნირზე 20-ჯერ ითამაშა და სულ 4 გოლი გაიტანა.