"ხვიჩამ და სხვებმაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ" - ქართველი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ და სხვებმაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ" - ქართველი ჟურნალისტი

"ხვიჩამ და სხვებმაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ" - ქართველი ჟურნალისტი
30-05-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნელ-ნელა ახლოვდება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოცაა. სწორედ ამ საკითხს ეხმაურება ქართველი ჟურნალისტი, კერძოდ მერაბ მეტრეველი, რომელიც ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა წამყვანი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ფაქტორზე ამახვილებს:

"მოკლედ, მოახლოვდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალაგზრდა ვარსკვლევემა ივნისში სად უნდა ითამაშაონ - ევროპის ჩემპიონატზე, თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ახალაგზრდული ევროპის ჩემპიონატის დასაწყისს ემთხვევა)."

"ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივარის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა ვისაც ახალაგზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ( ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის) სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უდნა ითამაშოს. არგუმენტი მარტივია: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს."

"აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე. (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს ერთა ლიგის გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც.) ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე."

"გაგიკვირდათ, სადიან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი ფეხბურთში ამბიცია თუ არ აგქვს, არაფერი გამოვა, მეორეც, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?"

"შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2"-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2"-ის ერთ-ერთი გმაორჩეული ფეხბურთელი, ესაპნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრიანის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი.. ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?" - წერს ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი