"ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა, მაგრამ უარს მეუბნებიან" - გიორგი შელია » სპორტის ხაზი

"ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა, მაგრამ უარს მეუბნებიან" - გიორგი შელია

"ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა, მაგრამ უარს მეუბნებიან" - გიორგი შელია
31-05-2023, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ქართულ მედიაში რუსული კლუბის, კერძოდ ახმატ გროზნოს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი შელიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის მოქალაქეობისა, მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ბევრჯერ გამოთქვა, თუმცა მუდმივად უარით ისტუმრებდნენ:

"საქართველოდან მხოლოდ ერთი ზარი მივიღე, ისიც მაშინ, როდესაც ტამბოვში ვთამაშობდი. მათ არც კი ეგონათ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ასე ძალიან მენდომებოდა, ეს ჩემი უდიდესი სურვილია, თუმცა საქართველოში ვერავინ მამჩნევს."

"როდესაც ზარი მივიღე, მაშინ მათ ქართულად ვესაუბრე და გაოგნებულები დარჩნენ ჩემი გამართული საუბრით. ალბათ, არ ეგონათ, რომ მშობლიური ენა ასე კარგად მეცოდინებოდა."

"მიუხედავად იმისა, რომ ენა ვიცი და ნაკრებში თამაშის სურვილიც მაქვს, მათ ქართული პასპორტის გაკეთებაზე უარი მითხრეს."
- ამბობს 34 წლის მეკარე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი