ნაგელსმანის ვარიანტიც არსებობს - კვარას გერმანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს? » სპორტის ხაზი

ნაგელსმანის ვარიანტიც არსებობს - კვარას გერმანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს?

ნაგელსმანის ვარიანტიც არსებობს - კვარას გერმანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს?
30-05-2023, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა ის, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის დასრულების შემდეგ ნაპოლიდან წავა.

ცხადია, ამის ფონზე კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი თავისუფალ მწვრთნელებს მთელი ევროპის მასშტაბით ეძებს, მის სიაში კი არაერთი ცნობილი გვარი შეგხვდებათ.

სწორედ ასეთია მიუნხენის ბაიერნიდან სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული იულიან ნაგელსმანი, რომელიც ნაპოლის თვით Corriere dello Sport-მაც კი დაუკავშირა. საგულისხმოა, რომ მისი დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი მაღალი ხელფასია. საქმე ისაა, რომ დე ლაურენტისი მაქსიმუმ 6 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, 34 წლის მწვრთნელს კი ბაიერნში უფრო მეტი ჰქონდა.

თუ სათამაშო სტილსა და ტაქტიკას განვიხილავთ, მაშინ ნაგელსმანი დე ლაურენტისისთვის გამორჩეული კანდიდატი და ფავორიტიც კი უნდა იყოს, რადგან მისი და ნაპოლის შემტევი ფილოსოფია ერთმანეთს კარგად ესადაგება.

ცნობისთვის, ნაგელსმანთან ერთად პარტენოპეის ისეთ სპეციალისტებსაც უკავშირებენ, როგორებიც ლუის ენრიკე, ჯან პიერო გასპერინი, ანტონიო კონტე და სხვები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი