"ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წასვლაში ხელი ამან შეგვიშალა" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წასვლაში ხელი ამან შეგვიშალა" - ლუჩანო სპალეტი

"ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წასვლაში ხელი ამან შეგვიშალა" - ლუჩანო სპალეტი
30-05-2023, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ მედიაში ნაპოლის დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის კომენტარი გავრცელდა, რომელიც მან თავისი ოჯახისა და პარტენოპეის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესახებ გააკეთა:

"ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც პაუზის აღებას ვსაჭიროებთ, რათა ძალები აღვიდგინოთ და შემდეგ უკანვე დავბრუნდეთ. ახლა ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეს მომენტია, რის გამოც დე ლაურენტისს შვებულების აღება ვთხოვე, ის კი მაშინვე დამთანხმდა. ამ ეტაპზე ნაპოლის კიდევ უფრო მეტი სჭირდება და დასჭირდება, მე კი ამისთვის მზად არ ვარ."

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამოვარდნაზე გული დღემდე მწყდება, რადგან კიდევ უფრო შორს წასვლა დანამდვილებით შეგვეძლო. სამწუხაროდ, როდესაც ფეხბურთელები სანაკრებო პაუზიდან თავიანთი ქვეყნებიდან ბრუნდებოდნენ, ისინი ზედმეტად გამოფიტულები იყვნენ და ძალების საკლუბო ტურნირებისთვის აღდგენას დროულად ვერ ასწრებდნენ."
- თქვა სპალეტიმ

შეგახსენებთ, რომ 64 წლის ლუჩანო ნაპოლის ოფიციალურად უკანასკნელი მატჩის გამართვის შემდეგ დატოვებს, რომელიც კლუბს სამპდორიასთან 4 ივნისს მარადონაზე ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი