კონორ მაკგრეგორმა თავისთვის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა » სპორტის ხაზი

კონორ მაკგრეგორმა თავისთვის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

კონორ მაკგრეგორმა თავისთვის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
8-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის მეშვეობით და კითხვა/პასუხის რეჟიმით გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ირლანდიელის იმ მეტოქის დასახელებას ეხებოდა, რომელიც კონორისთვის კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული და ძლიერი გამოდგა.

აღნიშნულ კითხვაზე კონორ მაკგრეგორმა არა ხაბიბ ნურმაგომედოვი, არამედ ნეით დიაზი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონორი და ხაბიბი, შესაძლოა, რომ ერთმანეთს მომდევნო წელს დაუპირისპირდნენ, მსგავსი გამოწვევები კი, ალბათ სამომავლო ბრძოლის წინასწარი შემზადების ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ბრძოლა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.