საფრანგეთის ნაკრების და ადგილობრივი პსჟ-ს 24 წლის შემტევმა, კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ მომავალ წელსაც პსჟ-ში იასპარეზებს და კლუბის შეცვლას არ აპირებს.
"პსჟ-ში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი არჩევანია, რომ მომავალ წელსაც ამ პროექტის ნაწილი ვიყო, შესაბამისად არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემთვის ამ კლუბში თამაში ნამდვილი პრივილეგიაა.
მადლობა სტაფს, პრეზიდენტს და გულშემატკივრებს, ვინც მხარში მიდგას, რადგან სწორედ მათი წყალობით ვაგრძელებთ საუკეთესო კონდიციებში ყოფნას და გამარჯვების მოპოვებას", - განაცხადა მბაპემ.
ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი გამართა და თავის გამოჩენა 40 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით მოახერხა.