ოფიციალურად | რა კომენტარი გააკეთა მიქაუტაძემ უდიდესი აღიარების შემდეგ? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | რა კომენტარი გააკეთა მიქაუტაძემ უდიდესი აღიარების შემდეგ?

ოფიციალურად | რა კომენტარი გააკეთა მიქაუტაძემ უდიდესი აღიარების შემდეგ?
29-05-2023, 15:42
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ოფიციალურად დასახელდა.

აი, რა კომენტარი გააკეთა ქართველმა მოთამაშემ უდიდესი აღიარების შემდეგ:

"პირველ რიგში, მადლობა ჩემს ოჯახს თანადგომისთვის, ეს მონაპოვარი მათ ეკუთვნის. გარდა ამისა, მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების, მწვრთნელების და ყველა კლუბში მომუშავე ადამიანის. ასევე, მადლობა მათ, ვინც ხმა მე მომცა."

"ამის ჯილდოს პარალელურად, მოხარული ვარ, რომ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გადავედით და ბოლო ტურში მხოლოდ ჩვენს თავებზე ვიქნებით დამოკიდებული. საჭიროა, რომ ბასტია საშინაო მოედანზე დავამარცხოთ და ლიგა 1-ში გადავიდეთ."
- თქვა გიორგი მიქაუტაძემ

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში მეცის მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.