რამდენის გამომუშავება სურს ლუის ენრიკეს წლიურად ნაპოლიში? » სპორტის ხაზი

რამდენის გამომუშავება სურს ლუის ენრიკეს წლიურად ნაპოლიში?

რამდენის გამომუშავება სურს ლუის ენრიკეს წლიურად ნაპოლიში?
29-05-2023, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან წასვლის საკითხი ოფიციალურად გადაწყდა, რაც აურელიო დე ლაურენტისმა თავისი სიტყვებით დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში 64 წლის ტოსკანელი სპეციალისტის შემცვლელად 53 წლის ლუის ენრიკე მოიაზრება, რომლის სახელფასო მოთხოვნილებების შესახებაც Il Mattino-მ დღეს დაწერა:

"ესპანელი დამრიგებელის სურვილია, რომ ნაპოლიში წლიურად 8 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, რაზეც ნაპოლის პრეზიდენტისგან თანხმობას მიიღებს." - დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ წამოვიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი